პოპულარულმა სარაგბო გამოცემამ, „მიდი ოლიმპიკმა“, ქართველი მორკინალი, შალვა სუთიაშვილი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის, ProD2-ის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
შალვამ სიმბოლურ გუნდში მოხვედრა „ვანთან“ კარგი თამაშით დაიმსახურა. მის „ანგულემს“ რვა ტურის შემდეგ 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს.