ლუკა ნიორაძის ლელო „პროდ2“-ის ლიდერ „პერპენიანთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში 25-ე ტურის მატჩები გაიმართა. კვირის გახსნით მატჩში „ორიაკმა“ „პროდ2“-ის (ProD2) ლიდერ „პერპენიანს“ უმასპინძლა და ფავორიტთან ფრედ ითამაშა – 27:27.

მასპინძელთა მეორე ლელო ქართველმა კვაჭმა ლუკა ნიორაძემ მიითვალა, რომელმაც ბურთი წარმატებული მოლის შემდეგ დაამიწა. ეს ნიორაძისთვის წლევანდელ სეზონში მე-15 შეხვედრა და მესამე ლელო იყო.

„ორიაკის“ შემადგენლობაში ორი ქართველი თამაშობდა – ლელოს ავტორი ლუკა ნიორაძე და ბურჯი გიორგი ქართველიშვილი, სტუმართა რიგებში კი დავით ქურბიაშვილი და ვახტანგ ჯინჭარაძე გამოჩნდნენ.

„ორიაკი“ 44 ქულით მე-12 ადგილზეა, თუმცა მე-15 ადგილზე მყოფ „ვალანსს“ მხოლოდ ოთხი ქულით უსწრებს და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. „პროდ2“-ის წლევანდელი სეზონის ლიდერები „ვანი“ და „პერპენიანი“ არიან – ორივე გუნდს 90 სატურნირო ქულა აქვს.