„ბიარიცმა“ „კოლომიე“ დრამატულ მატჩში, ბოლო წამებზე დაამარცხა [ვიდეო]
„ბიარიცმა“ „კოლომიე“ დრამატულ მატჩში, ბოლო წამებზე დაამარცხა [ვიდეო]

საფრანგეთის „პროდ2“-ის (ProD2) მე-17 ტურის შეხვედრაში დაწინაურების ერთ-ერთი კანდიდატი „ბიარიცი“, რომელშიც ოთხმა ქართველმა იასპარეზა, „კოლომიეს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დრამატულ მატჩში, ანგარიშით 20:16 დაამარცხა.
საფრანგეთის მეორე დივიზიონის შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა – მაშინ, როდესაც დრო უკვე გაწითლებული იყო.

„ბიარიცის“ ბოლო სახიფათო იერიშის შემდეგ ბურთი საკუთარი ლელოს სიახლოვეს „კოლომიეს“ მორაგბეებს დარჩათ და მისი მოედნიდან გადაგდებმა ორმა მათგანმა სცადა, თუმცა ორივე შემთხვევაში ბასკური კლუბის წევრებმა ბოჭვის გაკეთება მოასწრეს და საბოლოოდ, მეტოქის ლელოში ბურთი ბრის პლესი-კულომ დაამიწა, რითაც საბოლოო ანგარიში – 20:16 დააფიქსირა.

„ბიარიცის“ ძირითად შემადგენლობაში თორნიკე ჯალაღონია და გიორგი ნუცუბიძე იყვნენ. სწორედ ნუცუბიძე შეცვალა 63-ე წუთზე ლუკა აზარიაშვილმა, ხოლო უშანგი ჭეიშვილი მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა.

„ბიარიცს“ 17 ტურის შემდეგ 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.

დატოვე კომენტარი