„ტოპ 14“-ის (TOP 14) 2020/21 წლების სეზონი ხუთ სექტემბერს დაიწყება
„ტოპ 14“-ის (TOP 14) 2020/21 წლების სეზონი ხუთ სექტემბერს დაიწყება

საფრანგეთში პროფესიონალური სარაგბო ტურნირების – „ტოპ 14“-ის (TOP 14) და „პროდ2“-ის (PROd2) 2020/21 წლების სეზონი ხუთ სექტემბერს დაიწყება. აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირების ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ტოპ 14“-ის სეზონის სადებიუტო შეხვედრაში ერთმანეთს პარიზული „სტად ფრანსე“ და „ბორდო“ დაუპირისპირდებიან. პირველი ტური „ტულუზა“ „კლერმონ“-ის მატჩით დასრულდება. რეგულარული სეზონი 29 მაისამდე გაგრძელდება, ხოლო 11 ივნისს კი ტურნირის პლეი-ოფი დაიწყება. ფინალური მატჩის თარიღი დაზუსტებული არ არის – ის 25, ან 26 ივნისს, „სტად დე ფრანს“-ზე გაიმართება.

ამავე დროს აიღებს სტარტს რანგით მეორე დივიზიონიც, სადაც „ბიარიცი“ „პერპენიან“-ს შეხვდება, ხოლო „გრენობლი“ კი „ნევერ“-ის წინააღმდეგ ითამაშებს.

დატოვე კომენტარი