შალვა პაპუშვილი - ხაზარაძეს უნდოდა, მილიარდ-ნახევარი წაეღო ბიუჯეტიდან, აღმოჩნდა, რომ იქით აქვს გადასახდელი 650 ათასი დოლარი, ჩაიარა არჩევნებმა და რას აპირებენ?
ადამიანები ერთხელ რომ არიან გასამართლებული თაღლითობაზე, არ ვიცი, რა კონკრეტული ბრალდებებია, თუმცა მათი წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, ბევრი რამ გამორიცხული არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ბიზნესმენი ალექსანდრე ამაშუკელი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს და ამაშუკელის ადვოკატმა პროკურატურას განცხადებით უკვე მიმართა.
პაპუაშვილის თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძე აქამდეც ყოფილან თაღლითობაში მხრილებული და მათ ამ დრომდე აქვთ დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, რომელიც არბიტრაჟმა დააკისრა.
„ერთი, რაც ვიცი, 650 ათასი დოლარი აქვს გადასახდელი ბატონ ხაზარაძეს. გადაიხადა თუ არა 650 ათასი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში? აი, რომ უნდოდა მილიარდ-ნახევარი ჩვენი ბიუჯეტიდან წაეღო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ყალბი, თაღლითური ბრალდებით, რომელიც მათ ჰქონდათ ჯერ საქართველოში სასამართლოებში, სადაც დამარცხდნენ და შემდეგ არბიტრაჟებში რომ დამარცხდნენ. აი, ამ თაღლითობით მილიარდ-ნახევარი რომ ვერ წაიღეს და აღმოჩნდა, რომ იქით 650 ათასი დოლარი აქვს ბიუჯეტში ჩასარიცხი, ჩაიარა ახლა არჩევნებმა და რას აპირებენ? აპირებენ თუ არა, ჩარიცხონ ბიუჯეტში?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.