შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას მიმართა - ცესკო, სადაც რვა ოპოზიციური პარტიაა წარმოდგენილი, თქვენი მათემატიკით, არის ერთპარტიული? გასაგებია
შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას მიმართა - ცესკო, სადაც რვა ოპოზიციური პარტიაა წარმოდგენილი, თქვენი მათემატიკით, არის ერთპარტიული? გასაგებია

ცესკო, სადაც რვა ოპოზიციური პარტიაა წარმოდგენილი, არის ერთპარტიული? გამაგებინეთ, არითმეტიკაში რა ხდება, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, თეონა აქუბარდიამ განაცხადა: „ვეტოს დაძლევის შედეგად კვლავ იქნება ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები, რადგან ერთპარტიული იქნება ცესკო, კვლავ იქნება კრიტიკა საქართველოს მისამართით, რაც ხელს შეუშლის ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას“.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების წევრები როცა წარმოდგენილი არიან ცესკო-ში, ის ვერ იქნება ერთპარტიული.

„ქალბატონო თეონა, როგორც ვხვდები, თქვენი ყოფილი პარტიის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, ქალბატონი ანა კობახიძე, რომელიც არის ცესკო-ს წევრი, სინამდვილეში „ქართული ოცნების“ წევრია, რადგან ერთპარტიული არის. ერთპარტიულ ცესკო-ზე საუბრობთ და თქვენი პარტიის წევრი არის ცესკო-ში, როგორ არის ერთპარტიული, გამაგებინეთ, არითმეტიკაში რა ხდება, გამაგებინეთ. ანუ, ცესკო, სადაც რვა ოპოზიციური პარტიაა, არის ერთპარტიული? ცესკო, სადაც რვა ოპოზიციური პარტიაა წარმოდგენილი, არის ერთპარტიული თქვენი მათემატიკით? გასაგებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.