შალვა პაპუაშვილმა თემი „ქედელის“ შშმ პირთა სოციალური სახლისა და შშმ პირთა პანსიონატ „თაობათა კერის“ ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თემი „ქედელის“ შშმ პირთა სოციალურ სახლსა და წნორის შშმ პირთა პანსიონატ „თაობათა კერას“ ეწვია.
პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალური სახლისა და პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პირველადი მოხმარების ნივთები და ტკბილეული გადასცა.
პანსიონატ „თაობათა კერის“ დამფუძნებელმა, ქეთევან ლეკვეიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ დახმარებას და ყურადღებას, რადგან ჩვენი ბენეფიციარები სოციალურად დაუცველები არიან და ყველას გვერდში დგომა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ქეთევან ლეკვეიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, თემი „ქედელის“ შშმ პირთა სოციალურ სახლსა და წნორის შშმ პირთა პანსიონატ „თაობათა კერაში“ იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი და გიორგი ხელაშვილი, ასევე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.