შალვა პაპუაშვილმა თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა
პარლამენტის თავმჯდომარემ, შავლვა პაპუაშვილმა თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პარლამენტში თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
„მოხარული ვარ, რომ ეს წამოწყება წარმატებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საჯარო და კერძო სექტორს ერთმანეთთან როგორც აზრთა გაცვლის, ასევე გამოცდილების გააზრების შესაძლებლობა ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ პარლამენტი კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.
„თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის შედეგები შეაჯამა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და „ეკონომიკური ფორუმი საქართველოს“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარეს პროექტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
აღნიშნული პროექტი პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერით ხორციელდება. სასწავლო კურსის მიზანია საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.