შალვა პაპუაშვილმა ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფში მოპოვებული წარმატება მიულოცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფში მოპოვებული წარმატება პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მიულოცა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ ქალთა ეროვნული ნაკრები ასეთ წარმატებებს აღწევს.
„ვულოცავ საქართველოს ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფში გასვლას. დიდი შედეგია. მას შემდეგ, რაც ვაჟთა ნაკრებმა ასე გაგვიხარა გული, სასიხარულოა ძალიან, რომ ქალთა ეროვნული ნაკრებიც ასეთ წარმატებებს აღწევს. ვუსურვებ მათ წარმატებას შემდეგ ეტაპებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.