შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, პლენარულ სხდომებს დაესწრონ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, პლენარულ სხდომებს დაესწრონ. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის სამსახურია პლენარულ სხდომებზე დასწრება.
„ოპოზიციიდან შემოსულია რამდენიმე წერილი, რომ ისინი არ აპირებენ პლენარულ სხდომებზე დასწრებას. აქ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არასწორი პრაქტიკაა, როდესაც საკითხის მითითების გარეშე, მოჭრილად უარი იწერება სესიაზე დასწრებაზე, რაც არ არის ე.წ. ბოიკოტის არსი. თითქმის არსად, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ცნობილ რეგლამენტებში, არსად არ არის ბოიკოტის წესი, რომელიც, მით უმეტეს, ჩვენთან უბრალოდ გაცდენის საბაბად არის ქცეული ზოგი იპოზიციის ხელში. ასე რომ, მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს. ეს მათი სამსახურია, რომ დაესწრონ სხდომებს და მიიღონ მონაწილეობა განხილვებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.