შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა - ანტიქართული პროპაგანდის უფლებას არ მოგცემთ, ქართველ ხალხს ნუ ატყუებთ, გაგივიდათ შარშან, წელს არ გამოგივათ
ანტიქართულ პროპაგანდის უფლებას არ მოგცემთ, ყველას გავუთიშავ მიკროფონს, ვინც ტერმინ „რუსულ კანონს“ გამოიყენებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სესიაზე განაცხადა.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ანტიქართულ პროპაგანდას ყველამ თავი უნდა დაანებოს.
„ეს არის ანტიქართული პროპაგანდა, რომელსაც ახლა ეწევა ოპოზიცია. ანტიქართულ პროპაგანდის უფლებას არ მოგცემთ. ყველას გავუთიშავ მიკროფონს, ვინც „რუსულ კანონს“ გამოიყენებს ისევ. ანტიქართულ პროპაგანდას დაანებეთ თავი. ქართველ ხალხს ნუ ატყუებთ. გაგივიდათ შარშან, წელს არ გამოგივათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში დღევანდელი სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის საკითხს მოჰყვა.