შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძეს მიმართა - დრო, როდესაც პარლამენტის წევრები, პრეზიდენტები, მინისტრები წყვეტდნენ, ვინ უნდა მჯდარიყო ციხეში, 2012 წელს დასრულდა, თქვენ ამას ვერ აცნობიერებთ
დრო, როდესაც პარლამენტის წევრები, პრეზიდენტები, მინისტრები წყვეტდნენ, ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში და ვინ – არა, დასრულდა 2012 წელს, ეს არის პრობლემა, რომელსაც თქვენ ვერ აცნობიერებთ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ხატია დეკანოიძეს, რომელმაც იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს „სისხლის სამართლის დამნაშავე“ უწოდა.
„პირველ ყოვლისა, უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დაიცვას პარლამენტის ყველა წევრმა, მათ შორის ეს ვრცელდება თქვენზეც; მეორე, სისხლის სამართლებრივი საკითხი არ არის პარლამენტის პროცედურა და მესამე, თქვენი განცხადება მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს, როცა ამბობთ, ვინ სად აგებს პასუხს. ის დრო, როდესაც პარლამენტის წევრები, მინისტრები, პრეზიდენტები წყვეტდნენ, ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში და ვინ – არა, ეს დრო დასრულდა 2012 წელს. ეს არის პრობლემა, რომელსაც თქვენ ვერ აცნობიერებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.