შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 20 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს.
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა დაღუპულთა ოჯახების წევრებს მიუსამძიმრეს.
20 პირის იდენტიფიცირებული ნეშტიდან 14 სამხედროა და ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.