შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთებს არ მოეწონათ ეუთო/ოდირის დასკვნა, ახლა რაღაც თვითშემოქმედებაზე გადავიდნენ, ხან „გამჭვირვალობის“ დასკვნას იშველიებენ, ხან „ისფედის“ და ხან ვის
შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთებს არ მოეწონათ ეუთო/ოდირის დასკვნა, ახლა რაღაც თვითშემოქმედებაზე გადავიდნენ, ხან „გამჭვირვალობის“ დასკვნას იშველიებენ, ხან „ისფედის“ და ხან ვის

ზოგიერთებს, როგორც ჩანს, არ მოეწონათ ეუთო/ოდირის დასკვნა, ახლა რაღაც თვითშემოქმედებაზე გადავიდნენ, ხან „გამჭვირვალობის“ დასკვნას იშველიებენ, ხან „ისფედის“ და ხან ვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს.

„მე ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ ასცდებიან ეუთო/ოდირის დასკვნას. რაღაც სამწუხარო ტენდენცია გამოიკვეთა, თავდაპირველად ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა სახელმძღვანელო მათთვის და ახლა რომ არ მოეწონათ ზოგიერთებს, რაღაც თვითშემოქმედებაზე გადავიდნენ, ხან „ისფედის“ დასკვნას იშველიებენ, ხან „გამჭვირვალობის“ და ხან ვის. მე ყველას მოვუწოდებ, იხელმძღვანელონ ეუთო/ოდირის ანგარიშით, რომელმაც როგორც ზეპირად, ასევე წერილობით თქვა შემდეგი: არჩევნები შედგა, საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, წერტილი.

ყველამ უნდა სცეს პატივი, რაც თქვა ეუთო/ოდირმა თავისი ზეპირი თუ წერილობითი ანგარიშით და ამ პრინციპზე დაყრდნობით ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს. ვხედავთ, რომ ჯერ მიდის გასაჩივრების პროცესები, ვნახეთ კომისიებში გასაჩივრება, შემდეგ სასამართლო პროცესები, პროკურატურაც აწარმოებს გამოძიებას, თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი აქვს, უპირველეს ყოვლისა, ამ ეჭვის საბუთები უნდა წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს. ისინი, ვინც ბრალდებებს წამოაყენებენ, ყველა ამ საკითხს გაეცემა პასუხი საარჩევნო კომისიების, სასამართლოს თუ პროკურატურის მხრიდან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.