შალვა პაპუაშვილი - ყველას მოვუწოდებ, კლიშეების მიწებების ნაცვლად, პოლემიკაში შევიდნენ ყველა ადამიანთან, ეს არის დემოკრატიის ნაწილი
შალვა პაპუაშვილი - ყველას მოვუწოდებ, კლიშეების მიწებების ნაცვლად, პოლემიკაში შევიდნენ ყველა ადამიანთან, ეს არის დემოკრატიის ნაწილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დემოკრატიის ნაწილია, რომ ყველა საკითხზე იყოს პოლემიკა.

შალვა პაპუაშვილს შეკითხვა დაუსვეს აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან დაკავშირებით დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მიერ გავრცელებულ ღია წერილის თაობაზე.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ოცნებიდან“ წასულ სამ დეპუტატზე იყო შტურმი, თითქოს ისინი ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებენ.

„იყო პროპაგანდისტური შტურმი ამ ადამიანებზე, თითქოს, ისინი არიან ანტიდასავლური პოლიტიკის რიტორიკის მატარებლები, პრორუსული და ა.შ. ყველას მოვუწოდებ, რომ კლიშეების მიწებების ნაცვლად, პოლემიკაში შევიდნენ ყველა ადამიანთან, ეს არის დემოკრატიის ნაწილი, რომ ყველა საკითხზე იყოს პოლემიკა და არა კლიშეების მიწებება და ადამიანების სტიგმატიზაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.