შალვა პაპუაშვილი - ყველამ გადახედოს პოლიტიკურ ლანდშაფტს, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, ყველაზე ძლიერი პოზიციები დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს
ყველამ გადახედოს პოლიტიკურ ლანდშაფტს და რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, მათ დასჭირდათ „ქართული ოცნების” ყოფილი წევრის დახმარება იმისთვის, რომ რამენაირად „ქართული ოცნება” დააზიანონ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე ძლიერი პოზიციები დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს, რაშიც ყველა დარწმუნება. ამასთან, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებაა“ იმაზე უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდა.
„ყველა დარწმუნდება, რომ ყველაზე ძლიერი პოზიციები დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“. ჩვენ სულ მცირე გავიმეორებთ იმ შედეგს, რომელიც გვქონდა. ეჭვი მაქვს, ამ შედეგს გავაუმჯობესებთ კიდეც. ქართველი ხალხი კარგად ხედავს, თვეების განმავლობაში ვინ იყო სიმართლის მხარეს და დადასტურდა, რომ გაყალბება არ მომხდარა. ქართველი ხალხი კარგად ხედავდა, ვინ იყო მის მიმართ გულწრფელი, რადგან ჩვენი საზოგადოების მიმართ ყველა სიტყვა შევასრულეთ, ოპოზიციამ თავის მომხრეებისთვის ნათქვამი ყველა სიტყვა გატეხა. აქედან გამომდინარე, სხვა გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ” ის მხარდაჭერა შეინარჩუნოს, რაც ჰქონდა და გააუმჯობესოს კიდეც, არ არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.