შალვა პაპუაშვილი - ყველამ დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს დეზინფორმაციის და რადიკალიზაციის სახით, რათა არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება
ყველამ კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს, დეზინფორმაციის და რადიკალიზაციის სახით, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მან პარლამენტში, 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
„კანდიდატის სტატუსის მოპოვების საგა ის ქვიშის მარცვალი იყო, რომელშიც კარგად გამოჩნდა მთელი ქართული პოლიტიკური სამყარო. კერძოდ, ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს – დეზინფორმაციის და რადიკალიზაციის სახით, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება. და რადგან ერთიც და მეორეც მიმდინარე წელს ალბათ უხვად გვექნება, მინდა, საზოგადოებას გავაცნო დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის ტალღების ანატომია. დაე, ყველასთვის ეს იყოს გაკვეთილი, რათა მიმდინარე წელს არ დავდგეთ იმავე გამოწვევების წინაშე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში.