შალვა პაპუაშვილი - წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ ხელის შეშლის ფაქტებს
წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ ხელის შეშლის ფაქტებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში არაა ასახული ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ფაქტები.
„წინასაარჩევნო გარემოს როგორც ვაკვირდებით, ზოგადად მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტებს, მათ შორის დღეს დაფიქსირდა ქუთაისში ხელის შეშლის მცდელობა. ეს არის ის ნირი, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და, ზოგადად, ოპოზიციას. ვხედავთ ასევე პლაკატების ჩამოხევას, დეზინფორმაციის გავრცელებას, სოცმედიაში ჩვენი პლაკატების გადაკეთებული ვერსიების გაშვებას, ასევე ნეგატიური კამპანიის წარმოებას ოპოზიციის მხრიდან. რაც მთავარია, ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავენ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, არცერთ მათ ანგარიშში ეს ასახული არ არის, არცერთი განცხადებით ისინი არ გამოხმაურებიან. ეს პირდაპირ გვაჩვენებს ოპოზიციის და „ენჯეოების“ შეხმატკბილებულ კამპანიას, რათა მოამზადონ საბაბი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს გამოუცხადონ უნდობლობა, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მიჩქმალონ ყველა ის დარღვევა, რომელსაც აქვს ადგილი ოპოზიციის მხრიდან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.