შალვა პაპუაშვილი - ვულოცავ დედაენის დღეს ყველას, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა, ვინც ეს ენა შეისწავლა და ვინც უბრალოდ მოხიბლულია ქართული ენის კეთილხმოვანებით
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ დედაენის დღეს ყველას, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა, ყველას, ვინც ეს ენა შეისწავლა და ყველას, ვინც უბრალოდ მოხიბლულია ქართული ენის კეთილხმოვანებით და ათასწლოვანი ისტორიით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქართველების ვალია, დაიცვან ქართული ენა – უნიკალური საგანძური.
„1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ხალხმა მშობლიურ ენასთან ერთად, დაიცვა საკუთარი წარსული, აწმყო და მომავალი, ათასწლოვანი ისტორია და ეროვნული თვითმყოფადობა! ჩვენი ვალია, გავამდიდროთ და დავიცვათ ჩვენამდე მოტანილი ეს უნიკალური საგანძური. საქართველოს პარლამენტის სახელით, ყველას, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა, ყველას, ვინც ეს ენა შეისწავლა და ყველას, ვინც უბრალოდ მოხიბლულია ქართული ენის კეთილხმოვანებით და ათასწლოვანი ისტორიით, ვულოცავ დედაენის დღეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.