შალვა პაპუაშვილი - ვულოცავ აზერბაიჯანს არჩევნების წარმატებით ჩატარებას, მოუთმენლად ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი ხალხებისთვის მშვიდობის, კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში
შალვა პაპუაშვილი - ვულოცავ აზერბაიჯანს არჩევნების წარმატებით ჩატარებას, მოუთმენლად ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი ხალხებისთვის მშვიდობის, კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს.

ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გულითადად ვულოცავ აზერბაიჯანს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას. მილი მეჯლისმა მოიპოვა აზერბაიჯანელი ხალხის დემოკრატიული მანდატი, რათა განაგრძოს ძლიერი და ერთიანი აზერბაიჯანის მშენებლობა. მოუთმენლად ველი ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი ხალხებისთვის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.