შალვა პაპუაშვილი - ვისი აქტივებიც მახსენდება, ეს არის ელენე ხოშტარიას შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტიდან და გაყინონ გადმორიცხვები, ვინმეს რაიმეს გაკეთება თუ უნდა, ამით დაიწყონ
შალვა პაპუაშვილი - ვისი აქტივებიც მახსენდება, ეს არის ელენე ხოშტარიას შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტიდან და გაყინონ გადმორიცხვები, ვინმეს რაიმეს გაკეთება თუ უნდა, ამით დაიწყონ

ერთადერთი, ვისი აქტივებიც მახსენდება, ეს არის ელენე ხოშტარიას შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, სადაც ის ამბობს: „მთელ მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის. კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა“.

შალვა პაპუაშვილის მოსაზრებით, ამ კუთხით ვინმეს რაიმეს გაკეთება თუ სურს, ხოშტარიას საკითხით უნდა დაიწყონ.

„მგონი, ერთმანეთს იცნობენ, დაუკავშირდნენ და გაყინონ რუსეთიდან გადმორიცხვები, ელენე ხოშტარიას ჯიბეში რუსული ფული. ვინმეს რაიმეს გაკეთება თუ უნდა, პირველი ეს საკითხია და ამით დაიწყონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.