შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ
ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ხელს არ მოაწერენ შეთანხმებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პარტიები ცდილობენ, „რამენაირად შეინარჩუნონ ხელოვნურად შეკოწიწებული ერთობა“.
„თუ ვნახავთ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ქცევას, ვფიქრობ, ისინი არ მოაწერენ საბოლოო ჯამში შეთანხმებას ხელს, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ყველანაირად ეწინააღმდეგებიან შეთანხმებას, დღესაც ცდილობენ, რამენაირად შეინარჩუნონ ის ხელოვნურად შეკოწიწებული ერთობა, რომელიც მათ ჰქონდათ ქვეყნის დესტაბილიზაციის ლოზუნგით. ამიტომ, ვფიქრობ, ისინი არ მოაწერენ დოკუმენტს ხელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.