შალვა პაპუაშვილი - ვერცერთი განცხადება, ბოდიში ვერ ვნახე საელჩოების თუ დონორების, რომელთა დაფინანსებული „ენჯეოები“ მოუწოდებენ აქციას, გავიდნენ ვიწრო ქუჩებში ან მოახდინონ პარლამენტის ბლოკირება
ვერცერთი განცხადება, ბოდიში ვერ ვნახე დიპლომატიური წარმომადგენლობის თუ დონორებისა, რომელთა დაფინანსებითაც მოქმედებენ „ენჯეოები“, რომლებიც მოუწოდებენ აქციას, გავიდნენ ვიწრო ქუჩებში, კანცელარიასთან ან ბლოკირება მოახდინონ პარლამენტის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ აქციის მონაწილეებს ისეთი ქმედებებისკენ მოუწოდებენ, რაც იწვევს ძალადობას.
„ვერ ვნახე ვერცერთი განცხადება დიპლომატიური წარმომადგენლობის თუ დონორებისა, რომელთა დაფინანსებითაც მოქმედებენ „ენჯეოები“, სცენაზე რომ დგანან და მოუწოდებენ აქციას, გავიდნენ ვიწრო ქუჩებში, კანცელარიასთან ან ბლოკირება მოახდინონ პარლამენტის, რაც კანონის დარღვევაა. ამას ერთადერთი მიზანი აქვს, გააკეთონ ძალადობის ინსპირირება.
დაშავდა რვა პოლიციელი, ერთს დასჭირდა ოპერაცია. დღემდე არცერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება არ მომისმენია საკუთარი „ენჯეოს“ მიმართ და არცერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული „ენჯეოებიც“ მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც ძალადობას იწვევს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.