შალვა პაპუაშვილი - უკვე არ აქვს მნიშვნელობა, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“ რა გზას აირჩევენ, ნებისმიერი გზა მათთვის წამგებიანია
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკვე მნიშვნელობა არ აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“ რა გზას აირჩევენ, რადგან ნებისმიერი გზა მათთვის წამგებიანია.
როგორც ჟურნალისტებს პაპუაშვილმა განუცხადა, თუ ეს პარტიები პარლამენტში შევლენ, აღიარებენ, რომ ტყუილი იყო საპარლამენტო ბოიკოტი, თუ ხელს მოაწერენ შეთანხმებას, ამით აღიარებენ, რომ ტყუილი იყო 19 აპრილიდან მოყოლებული კამპანია, მათ შორის პარტნიორების წინააღმდეგაც, რომელიც მათ ჰქონდათ.
„თუ პარლამენტში არ შემოვლენ, სრულად მარგინალიზებული და რადიკალური პარტიები იქნებიან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს, პოლიტიკაში დესტრუქციის გარდა, ვერ შეასრულებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.