შალვა პაპუაშვილი - უხერხულია, რომ მათ შორის ანა ფოტიგა ხელს ართმევდა სააკაშვილს, რომლის მიმართ ორი განაჩენი არსებობდა
ადამიანი, რომლის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი ორი განაჩენი იყო, ამდენი ხნის განმავლობაში თავისუფალი გახლდათ. სააკაშვილი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ბრიუსელში იმყოფებოდა და იქ მას ხელს ართმევდნენ. უხერხულია, რომ მათ შორის ანა ფოტიგა ხელს ართმევდა მიხეილ სააკაშვილს, რომლის მიმართ ორი განაჩენი არსებობდა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ანა ფოტიგას სააკაშვილთან შესვლის საკითხი შესაბამისი უწყების გადასაწყვეტია.
„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ორი განაჩენი არსებობს. ცუდი იყო, რომ ადამიანი, რომლის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი ორი განაჩენი არსებობდა, ამდენი ხნის განმავლობაში თავისუფალი იყო და მართლმსაჯულების აღსრულება ვერ ხდებოდა. მათ შორის ცუდი იყო, რომ ეს ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ბრიუსელში იმყოფებოდა და იქ მას ხელს ართმევდნენ. ადამიანს, ვის წინააღმდეგაც არსებობდა ორი განაჩენი ადამიანის ცემის შეკვეთასა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე. გასაგებია, რომ მათ ერთმანეთთან გარკვეული პარტიული კავშირები აქვთ, გასაგებია სოლიდარობა, მაგრამ მეორე მხრივ, სამწუხაროა, რომ როცა ზრუნვა ხდება საკუთარ პარტიულ კოლეგაზე, ივიწყებენ, რომ მისი სახელი ჩაწერილია ადამიანის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში სანდრო გირგვლიანის საქმეზე, სადაც პირდაპირ ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ადამიანი, რომელიც მართლმსაჯულებას ხელს უშლიდა. უხერხულია, რომ მათ შორის ანა ფოტიგა ხელს ართმევდა მიხეილ სააკაშვილს, რომლის მიმართ ორი განაჩენი არსებობდა. რაც შეეხება ფოტიგას სააკაშვილთან შესვლას, ეს სამინისტროს გადასაწყვეტია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ეწვია. ანა ფოტიგა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს.