შალვა პაპუაშვილი - უეფა-ს 21 წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა, უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო
შალვა პაპუაშვილი - უეფა-ს 21 წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა, უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო

უეფა-ს 21 წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა, უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა უეფა-ს პრეზიდენტის წერილზე, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მისწერა და უეფა-ს 21 წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„იყო უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელსაც უმასპინძლა საქართველომ. ვნახეთ, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული. ჩვენ ასევე ვნახეთ ქართველი ხალხის რეაქციაც, ყველა რეკორდი მოიხსნა სტადიონებზე დასწრების, ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საერთაშორისო დონის ღონისძიებები საქართველოში გაიმართოს, მათ შორის სპორტული ღონისძიებები, რათა ჩვენი საზოგადოება ასეთი ერთიანობით ხშირად დავინახოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.