შალვა პაპუაშვილი - უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონის ჩაშლაში ჩართული იყვნენ აქტორები, რათა დაფინანსება გამჭვირვალე არ ყოფილიყო, დღეს ვნახეთ, უცხოური დაფინანსება სად მიდის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონი რომ მიეღოთ, საზოგადოებას ეცოდინებოდა, სად მიდის უცხოური დაფინანსება.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალე სისტემა არ არსებობს.
„საზოგადოებას ვთხოვ, გავიხსენოთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ პროექტი და ასევე, გაიხსენონ აქტორები, რომლებიც ჩართული იყვნენ კანონის მიღების ჩაშლაში, რომ არ ყოფილიყო გამჭვირვალე, სად მიდის უცხოური დაფინანსება. დღეს ვნახეთ, სად მიდის უცხოური დაფინანსება. ვინაიდან არ გვაქვს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალე სისტემა, ისეთი, როგორიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამას საზოგადოება ვერ იგებს, ამის გაგება გვიწევს სუს-ის სპეციალური გამოძიების მიხედვით. ჩვენ რომ ის კანონი მიგვეღო, დღეს საზოგადოებას უკვე ზუსტად ეცოდინებოდა, რომ არსებობს ასეთი სახის ღონისძიებები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნიდან ფინანსდება. მაშინდელი ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებმა ქართველ ხალხს სწორედ ამ ინფორმაციის მიღების უფლება ჩამოართვეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.