შალვა პაპუაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ბართინის მაღაროში ტრაგედიის გამო უსამძიმრებს
შალვა პაპუაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ბართინის მაღაროში ტრაგედიის გამო უსამძიმრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქ კოლეგა მუსტაფა შენტოფს ბართინის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ბართინის პროვინციაში, მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვლოცულობ ამ უბედური შემთხვევისას დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისთვის და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს პაპუაშვილი.

ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში აფეთქება 14 ოქტომბერს მოხდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა.