შალვა პაპუაშვილი - სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მზად ვართ, უკრაინას გვერდში დავუდგეთ
ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ გამოიყენონ ყველა ქმედითი ინსტრუმენტი, რათა ომი შეჩერდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით ჰუმანიტარული თანადგომისთვის მზად არიან.
„სამწუხაროდ, ვერ მოხდა ომის თავიდან აცილება. ახლა მთავარი ამოცანა არის, ომი შეჩერდეს და არ იყოს დაშვებული მისი ფართომასშტაბიანი ესკალაცია. ამიტომ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, გამოიყენონ ყველა ქმედითი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ომი შეჩერდეს. რა თქმა უნდა, სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და ყველანაირად გვერდში ვუდგავართ. დღეს ერთადერთი ამოცანაა ომის შეჩერება. ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ქმედითი ღონისძიებებით. რაც შეეხება ჰუმანიტარულ თანადგომას და დახმარებას, ამ თვალსაზრისით მზად ვართ, უკრაინას გვერდში დავუდგეთ.