შალვა პაპუაშვილი - შვიდი თვეა, რაც „ქართულ ოცნებას“ შემოვუერთდი, ამ შვიდმა თვემ დამარწმუნა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაზე ქართული და ყველაზე ევროპული პარტიაა
შალვა პაპუაშვილი, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი გახდა, კოლეგებს ნდობისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა კოლეგებს ნდობისთვის.
შვიდი თვეა, რაც „ქართულ ოცნებას“ შემოვუერთდი. დაძაბული შვიდი თვე. ყველა კრიტიკული გადაწყვეტილების დამსწრე, მოწმე და მონაწილე.
ამ შვიდმა თვემ დამარწმუნა, რომ:
„ქართული ოცნება“ დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში ერთადერთი პარტიაა, რომელიც ყოველთვის სახელმწიფოებრივად ფიქრობს,
„ქართული ოცნება“ ყველაზე ქართული და ამიტომ, ყველაზე ევროპული პარტიაა.
ჩვენ გავიმარჯვეთ ოქტომბერში და ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ ოქტომბერში“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
🤝 მადლობა კოლეგებს ნდობისთვის.
შვიდი თვეა რაც “ქართულ ოცნებას” შემოვუერთდი. დაძაბული შვიდი თვე. ყველა კრიტიკული…
Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on შაბათი, 27 მარტი, 2021