შალვა პაპუაშვილი შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეას ნორლენს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული მომავალი და ევროპული მისწრაფებები.

„შვედეთის მხრიდან ამ მისწრაფებების მიმართ გვაქვს მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, იმ გეგმებზე ვისაუბრეთ, რომელიც საქართველოს აქვს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე. სკანდინავიის ოთხივე ქვეყნიდან პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს საქართველოს კანდიდატობასთან და ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტით, როგორც პირადი ურთიერთობების გაღრმავება შევძელით, ასევე სკანდინავიურ ქვეყნების მხარდაჭერა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.