შალვა პაპუაშვილი - შობას ვულოცავ საქართველოდან მთელ მსოფლიოს, მშვიდობასა და სიხარულს ვუსურვებ თქვენს ოჯახებს
შალვა პაპუაშვილი - შობას ვულოცავ საქართველოდან მთელ მსოფლიოს, მშვიდობასა და სიხარულს ვუსურვებ თქვენს ოჯახებს

მსოფლიოში მიმდინარე დაძაბული ვითარებების ფონზე, უნდა გვახსოვდეს, რომ „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.“- (მათე 5:9). შობის დღეს მშვიდობას და სიხარულს ვუსურვებ თქვენს ოჯახებს, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში და მთელ მსოფლიოს შობას ულოცავს.

„შობას ვულოცავ საქართველოდან მთელ მსოფლიოს! შობის დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიკრიბებით და სიხარულით აღვნიშნავთ ამ დღეს. მსოფლიოში მიმდინარე დაძაბული ვითარებების ფონზე, უნდა გვახსოვდეს, რომ „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან,“ – (მათე 5:9). შობის დღეს მშვიდობასა და სიხარულს ვუსურვებ თქვენს ოჯახებს,” – წერს შალვა პაპუაშვილი.