შალვა პაპუაშვილი - შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა, ქედს ვიხრი მათ წინაშე
შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შინდისის ბრძოლის 14 წლისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა. მათი სამშობლოსადმი სიყვარული და თავგანწირვა არის ძალა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების. ქედს ვიხრი მათ წინაშე. დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს“, – წერს პაპუაშვილი.
დღეს შინდისის ბრძოლისდან 14 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბრისთვის იგეგმება, ხოლო მუზეუმის მშენებლობა უახლოეს ხანში დაიწყება.