შალვა პაპუაშვილი - შემჭიდროებულ ვადებში ვმუშაობთ, რადგან პირველ მარტს საარჩევნო რეფორმაზე კანონპროექტის ინიცირება მოხდეს
შალვა პაპუაშვილი - შემჭიდროებულ ვადებში ვმუშაობთ, რადგან პირველ მარტს საარჩევნო რეფორმაზე კანონპროექტის ინიცირება მოხდეს

შემჭიდროებულ ვადებში ვმუშაობთ, რადგან პირველ მარტს საარჩევნო რეფორმაზე კანონპროექტის ინიცირება მოხდეს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„დღეს ჩვენ რაც წარმოვადგინეთ, არის მემორანდუმზე დაფუძნებული ნორმატიული ტექსტი, რომელშიც ასახულია მემორანდუმის პუნქტები.

დღეს გვექნება მსჯელობა და ყველა შენიშვნა, რაც შეიძლება არსებობდეს, განხილვის საკითხი იქნება. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში შევჯერდებით. ვნახოთ, რა შენიშვნები აქვთ, მოწადინებულები ვართ, რომ საბოლოო ჯამში გვქონდეს ისეთი სისტემა, რომელზეც ყველა მეტ-ნაკლებად ვთანხმდებით, რომ არის კარგი სისტემა, ამიტომ ყველა გონივრულ შენიშვნას გავითვალისწინებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი დღეს მეორე შეხვედრას გამართავს. მემორანდუმის საფუძველზე უკვე შემუშავებულია კანონპროექტის პირველადი ვერსია. რეფორმა რამდენიმე მიმართულებას ითვალისწინებს. კერძოდ, შეიცვლება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და მხოლოდ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდება, პარტიებს კი ეყოლებათ წარმომადგენელი, რომელსაც სათათბირო ხმა ექნება. მეორე მიმართულება ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეტად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ცვლილება ასევე შეეხება საარჩევნო დავების საკითხს.