შალვა პაპუაშვილი - შეხვედრაზე დაისვა კითხვა, დოკუმენტში რურუას საკითხი თუ აისახებოდა, მოაწერდნენ თუ არა ხელს, რაზეც „გირჩის“ და „მოქალაქეების“ გარდა, ყველამ უარი განაცხადა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრაზე ოპოზიციის მისამართით დაისვა კითხვა, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტში გიორგი რურუას საკითხი აისახებოდა, მოაწერდნენ თუ არა ხელს.
როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ აღნიშნა, „გირჩის“ და „მოქალაქეების“ გარდა, ყველამ განაცხადა, რომ დოკუმენტს არც ამ შემთხვევაში მოაწერდნენ ხელს.
„შეხვედრაზე, მაგალითად, როცა საუბრობდნენ რიგგარეშე არჩევნების და გიორგი რურუას საკითხზე, დაისვა კითხვა, თუ აისახებოდა დოკუმენტში გიორგი რურუას საკითხი, ამ შემთხვევაში მოაწერდნენ თუ არა ისინი დოკუმენტს ხელს. ყველამ, „გირჩის„ და „მოქალაქეების“ გარდა, განაცხადა, რომ ხელს არ მოაწერდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.