შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ასაფ ჰაჯიევს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს, ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.
ასაფ ჰაჯიევმა აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. მან საქართველოს პარლამენტისადმი მადლიერება გამოხატა ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 63-ე სხდომის მასპინძლობისთვის.
გენერალური მდივანი, ასევე, თავმჯდომარეს მაისში დაგეგმილ გენერალური ასამბლეის სხდომასა და დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა.
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პაბსეკი კარგი პლატფორმაა რეგიონული დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.
მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე და მის განვითარების კუთხით თანამშრომლობის საჭიროებაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პარალმენტის პრესსამსახური ავრცელებს.