შალვა პაპუაშვილი - საზოგადოებაც აკვირდებოდა, რა სისწრაფით მუშაობდა ტექნიკა სტიქიის ადგილზე, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერის მონაწილეობით იქნა მიღებული, ძალიან მოკლე ვადებში აღსრულდა
შალვა პაპუაშვილი - საზოგადოებაც აკვირდებოდა, რა სისწრაფით მუშაობდა ტექნიკა სტიქიის ადგილზე, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერის მონაწილეობით იქნა მიღებული, ძალიან მოკლე ვადებში აღსრულდა

დღეს ვნახეთ, საზოგადოებაც აკვირდებოდა, რა სისწრაფით მუშაობდა ტექნიკა სტიქიის ადგილას. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით იქნა მიღებული, ძალიან მოკლე ვადებში აღსრულდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განუცხადა.

შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილურ შტაბს, მის ხელმძღვანელს, პაპუნა მარგველიძეს, რადგან შტაბი ეფექტიანად მუშაობს.

„დღეს ვნახეთ, საზოგადოებაც აკვირდებოდა, რა სისწრაფით მუშაობდა ტექნიკა სტიქიის ადგილას. რამდენიმე მონაკვეთზე გზები, მათ შორის ხიდიც უკვე დასრულებული იქნება. ყველა ეს გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით იქნა მიღებული, ძალიან მოკლე ვადებში აღსრულდა. ხვალინდელი დღეც დაეთმობა ინფრასტრუქტურის საკითხებს, რომელიც სხვადასხვა კერაზე მიიყვანს საჭირო ტექნიკას და ასევე ადამიანებს, რომლებიც იქ იმუშავებენ. ამ მხრივ ძალიან ეფექტიანად მუშაობს მთლიანი შტაბი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის სამინისტროებს, ჯარს და თავდაცვის მინისტრს.

„ადგილზე ყველა სათანადო პირობაა შექმნილი არა მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ეძებენ საკუთარ ნათესავებს, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ მუშაობს. ყველას აქვს შესაძლებლობა, ჯანდაცვის სამინისტროს წითელი ჯვრის მონაწილეობით, ჰქონდეს წვდომა საკვებზე, წყალზე და ა.შ. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით ჩვენს ჯარს, თავდაცვის მინისტრს, რომელიც ასე ეფექტიანად ჩაერთო სამაშველო ოპერაციებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.