საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში იმყოფება საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი. ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ხვდება.
შეხვედრას ასევე ესწრება პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
შეხვედრამდე უკრაინის ელჩს მედიის წარმომადგენლებთან განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ამ შეხვედრის თაობაზე განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვდებოდა უკრაინის ელჩს და მისგან მოისმენდა ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.