შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პოზიციაზე მთელი დისკუსია არის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის უკრაინის საკითხის გამოყენება, რაც კვლავ აჩვენებს ფარისევლობას ოპოზიციის ნაწილის, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გუშინ სომხეთში აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში შეხვედრა გაიმართა, სადაც უკრაინაზე იყო განცხადება მიღებული.
მისივე თქმით, დელეგაციაში არიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის სალომე სამადაშვილი, თუმცა ამ ფორმატში მონაწილეობა არ მიიღეს და განცხადებას არც კი შეუერთდნენ.
„მაკა ბოჭორიშვილი არის ბიუროს თანათავმჯდომარე და მისი პირადი მონაწილეობით იყო მიღებული განცხადება, სადაც მკაფიოდ არის პოზიცია გამოხატული. ამ დელეგაციაში არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის სალომე სამადაშვილი, ვინც დღეს საუბრობს რეზოლუციაზე და ა.შ. მაგრამ არც კი მიიღეს მონაწილეობა ევროკავშირის ამ ფორმატში და ამ განცხადებას არც კი შეუერთდნენ. ამიტომ, საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით მთელი ეს დისკუსია არის მხოლოდ შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის უკრაინის საკითხის გამოყენება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ფარისევლობას ოპოზიციის ნაწილის, რომელიც ფიქრობს არა უკრაინაზე, უკრაინელ და ქართველ ხალხზე, არამედ მხოლოდ საკუთარ თავზე. გადახედეთ მათ გუშინდელ განცხადებებს, ამ რთულ ვითარებაში რა თემებით იყვნენ დაკავებული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.