შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ევროკავშირის გზაზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პასუხი - კი
საქართველოს ევროკავშირის გზაზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პასუხი – კი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„2 669 კითხვა, 3 600 გვერდი , 30 დღე – საქართველოს მიერ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაღებული ღვაწლი, შრომა და ბრძოლა ევროპაში დამსახურებული ადგილისთვის, შედგენილი საქართველოს ათასობით თავდადებული საჯარო მოხელის მიერ. მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს – „კი“ საქართველოს ევროკავშირის გზაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.