შალვა პაპუაშვილი - საქართველო არათუ ახლა იმსახურებს სტატუსს, არამედ ქვეყანა შარშან, ივნისშივე იმსახურებდა, მას შემდეგ გასული ყოველი დღე არის უსამართლობის დღე
საქართველო არათუ ახლა იმსახურებს სტატუსს, არამედ ქვეყანა შარშან, ივნისშივე იმსახურებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შარშან, ივნისის შემდეგ გასული ყოველი დღე არის უსამართლობის დღე.
„შარშან, ივნისში ევროკავშირის გადაწყვეტილება იყო უსამართლო, რადგან ლიდერი ბოლო ადგილზე დააყენეს და ეს იყო არაევროპული მიდგომა – ლიდერი დაიჩაგრა და სტატუსი არ მიენიჭა. საქართველო არათუ ახლა იმსახურებს სტატუსს, არამედ ქვეყანა შარშან, ივნისშივე იმსახურებდა. მას შემდეგ გასული ყოველი დღე არის უსამართლობის დღე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.