შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია 23-27 ოქტომბერს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში გაიმართება.

პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლა; ასევე, შალვა პაპუაშვილი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს პარლამენტების თავმჯდომარეებთან.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ​საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი.