შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი ასეთ არაკეთილგანწყობას იჩენს ქართველი ხალხის მიმართ
არ ვიცი, მისი მოტივაცია და მიზნები რა არის, მაგრამ ასეთი ქმედებები აჩვენებს არაკეთილგანწყობას ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი ასეთ არაკეთილგანწყობას იჩენს ქართველი ხალხის მიმართ.
„ეს ნამდვილად არ შეესაბამება იმ სოლიდარობის ხარისხს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი იჩენს ომში მყოფი უკრაინის მიმართ. სამწუხაროა, რომ ასეთი არაკეთილგანწყობით და არამეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა ეს პოლიტიკოსი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.