შალვა პაპუაშვილი - სამი ყველაზე რადიკალი პარტიის წარმომადგენელი ბრიუსელში გაემგზავრა, რათა ჩაშალონ რეკომენდაციის შესრულება, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება
შალვა პაპუაშვილი - სამი ყველაზე რადიკალი პარტიის წარმომადგენელი ბრიუსელში გაემგზავრა, რათა ჩაშალონ რეკომენდაციის შესრულება, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება

სამი ყველაზე რადიკალი პარტიის წარმომადგენელი ბრიუსელში გაემგზავრა, რათა ჩაშალონ პირველი რეკომენდაციის შესრულება, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გირჩი – მეტი თავისუფლების“, „დროას“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების ბრიუსელში გამგზავრებასთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მათგან არაფერს ელოდება გარდა იმისა, რომ საკუთარ ქვეყანას ფეხს დაუდებენ.

„რა თქმა უნდა, მათგან სხვა არაფერია მოსალოდნელი გარდა იმისა, რომ შეეცდებიან, კიდევ ერთხელ ფეხი დაუდონ საკუთარ ქვეყანას ევროპულ გზაზე. არ ვიცი, ვის ხვდებიან, მაგრამ ბრიუსელის კორიდორებში მათი დაშვება წარმოადგენს რადიკალიზმის წახალისებას და ხელს უშლის რეკომენდაციების შესრულებას. მათგან არაფერს ველოდები გარდა იმისა, რომ საკუთარ ქვეყანას ფეხს დაუდებენ. ამას აკეთებენ ბოლო თვეებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.