შალვა პაპუაშვილი - „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიში​ აღქმებზე და „იმანამასუთხრაზე“ დაფუძნებული დასკვნებით რომ იქნებოდა გაჯერებული, მგონი, არავის უკვირს და ამ ორგანიზაციის სტანდარტად იქცა
შალვა პაპუაშვილი - „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიში​ აღქმებზე და „იმანამასუთხრაზე“ დაფუძნებული დასკვნებით რომ იქნებოდა გაჯერებული, მგონი, არავის უკვირს და ამ ორგანიზაციის სტანდარტად იქცა

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიში​ აღქმებზე და „იმანამასუთხრაზე“ დაფუძნებული დასკვნებით რომ იქნებოდა გაჯერებული, მგონი, არავის უკვირს და ამ ორგანიზაციის სტანდარტად იქცა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.

აღქმებზე და „იმანამასუთხრაზე“ დაფუძნებული დასკვნებით რომ იქნებოდა ეს ანგარიში გაჯერებული, მგონი ეს უკვე ამ ორგანიზაციის სტანდარტად იქცა და არც არავის უკვირს.

მაგრამ ამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან – რომელმაც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ უბნების 8%-ზე ბიულეტენების მეტობის მტკიცების სიყალბე დოკუმენტურად დაამტკიცა – სამართლიანი არჩევნების „დაბალი სტანდარტის მქონე“ სადამკვირვებლო ორგანიზაციად მოხსენიების წარმოჩენა, როგორც ამ ორგანიზაციაზე „ზეწოლა“.

ანუ, რა ვქნათ ახლა, ორგანიზაციაზე, რომელიც ერთი თვე პარალელური დათვლის ნამდვილ შედეგებს უმალავდა საზოგადოებას და რვა თვე მეტობით ოქმების სიას, უბოდიშოდ კრიტიკული აზრის გამოთქმაც აკრძალულია?“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.