შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ეს დღეები დაკავებულია დეზინფორმაციით, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა, რომ თვალში საცემია მისი დესტრუქციული ქმედება
ქალბატონი სალომე ეს დღეები დაკავებულია დეზინფორმაციით, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა, რომ თვალში საცემია მისი დესტრუქციული ქმედება, ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო, ურეკავს, რომ ქვეყანა ჩამოინგრა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი, ბოლო დღეებია დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული.
„უკვე აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანს მოუწია იმის ხაზგასმა, რომ თუ ბრალს დებ, მტკიცებულებებიც უნდა წარადგინო. ერთი მხრივ, სალომე ზრუაბიშვილი დღეში რამდენიმე ინტერვიუს მართავს უცხოურ პრესასთან და ცილს სწამებს ქართველ ხალხს, მეორე მხრივ კი, ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო. ქალბატონი სალომე ცილს სწამებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომ ხდება მათი გამოყენება თითქოს რაღაც გაყალბებისთვის. ჩვეულებრივად, ეს დღეები, დაკავებულია დეზინფორმაციით. სხვათა შორის, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა, რომ უკვე თვალში საცემია ქალბატონი სალომეს დესტრუქციული ქმედება საგარეო დონეზე, ერთი მხრივ, ამ ინტერვიუების სახით, ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო, ურეკავს, რომ ქვეყანა ჩამოინგრა და ხან რას ამბობს და ხან – რას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.