შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლო თუ დაადგენს, რომ დარღვეული იქნა კონსტიტუცია, ეს უკვე არის სამართლებრივი, ასევე მორალური შეფასება იმ ქმედებისა, რომელსაც პრეზიდენტის მხრიდან ჰქონდა ადგილი
შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლო თუ დაადგენს, რომ დარღვეული იქნა კონსტიტუცია, ეს უკვე არის სამართლებრივი, ასევე მორალური შეფასება იმ ქმედებისა, რომელსაც პრეზიდენტის მხრიდან ჰქონდა ადგილი

საკონსტიტუციო სასამართლო თუ დაადგენს, რომ დარღვეული იქნა კონსტიტუცია, ეს უკვე არის სამართლებრივი, ასევე მორალური შეფასება იმ ქმედებისა, რომელსაც პრეზიდენტის მხრიდან ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, აქ ჩვენთვის მთავარია, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს ამ საკითხზე და გამოიტანოს საკუთარი სამართლებრივი ვერდიქტი. ჩვენ ვთქვით, რომ 100 ხმის შეგროვება შეუძლებელია საქართველოს პარლამენტში. ვხედავთ კიდევაც, რომ ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ეჭიდება ამ საკითხს. ყველაფერი, რაც არის კონსტიტუციის წინააღმდეგი, ყველაფერი, რამაც შეიძლება, შემოიტანოს განხეთქილება, მათთვის არის სასარგებლო და მისასასლმებელი, ამიტომაც ისინი, რა თქმა უნდა, მხარს არ დაუჭერენ იმპიჩმენტს, მაგრამ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ დარღვეული იქნა კონსტიტუცია, ეს, რა თქმა უნდა, უკვე არის სამართლებრივი, ასევე მორალური შეფასება იმ ქმედებისა, რომელსაც პრეზიდენტის მხრიდან ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.