შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფო დროშა არის ჩვენი ისტორიის, დაუმარცხებელი სულისა და ეროვნული ღირსების ნიშანი, დაე, ამაყად ეფრიალოს ხუთჯვრიან დროშას გაერთიანებულ საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სახელმწიფო დროშა არის ჩვენი ისტორიის, დაუმარცხებელი სულისა და ეროვნული ღირსების ნიშანი.
„14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა!
ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, ვინც, სამშობლოსთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშას სწირავდა ყველაზე ძვირფასს, საკუთარ სიცოცხლეს, რათა მომავალმა თაობებმა ამაყად აღმართონ და დაიცვან ჩვენი სახელმწიფოებრიობის ეს უმთავრესი სიმბოლო!
სახელმწიფო დროშა არის ჩვენი ისტორიის, დაუმარცხებელი სულისა და ეროვნული ღირსების ნიშანი! ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დაე, ხუთჯვრიან დროშას ამაყად ეფრიალოს გაერთიანებულ საქართველოში“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.