შალვა პაპუაშვილი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, 2024-2029 წლებში საქართველოს ექნება ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, 2024-2029 წლებში საქართველოს ექნება ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა.
„„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეკონომიკა სამჯერ, 27,9 მლრდ ლარიდან 90 მლრდ ლარამდე გაიზარდა, 2028 წელს კი 130 მლრდ ლარი იქნება. უნდა გვახსოვდეს, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ზოგიერთი უცხოელის დაჟინებულ მოთხოვნებს რომ დავყოლოდით და სანქციები დაგვეწესებინა, ეკონომიკური ზრდით ევროპაში პირველი კი არა, სავალუტო ფონდის ანგარიშში ახლა აღწერილი იქნებოდა, ჩვენს ღრმა ეკონომიკურ კრიზისს რამე თუ ეშველებოდა“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.