შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი შემოიპარა და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის, ვისი ტანკი იდგებოდა ქუჩაში, დამნაშავის შეფარებით ევროპამ მაშინ მიგვიყვანა ზღვრამდე, როცა შეიძლება, ყოფილიყო სამოქალაქო არეულობა
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი შემოიპარა და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის, ვისი ტანკი იდგებოდა ქუჩაში, დამნაშავის შეფარებით ევროპამ მაშინ მიგვიყვანა ზღვრამდე, როცა შეიძლება, ყოფილიყო სამოქალაქო არეულობა

მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა საქართველოში და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის, რა იქნებოდა ქუჩაში, ვისი ტანკი იდგებოდა და რა არეულობა იქნებოდა ქვეყანაში, ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროპამ დამნაშავის შეფარებით ქვეყანა მიიყვანა იმ წითელ ზღვრამდე, როცა შეიძლება, ყოფილიყო სამოქალაქო არეულობა.

„ერთი რამ უნდა ითქვას და ამას გეტყვით, როგორც საქართველოს მოქალაქე. 2018 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს მესამე ინსტანციით მიესაჯა სასჯელი, ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროპაში. მათ შორის, დადიოდა ბრიუსელის კორიდორებში. ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ დამნაშავისთვის ხელის დაფარება ახალისებს მას, რათა არიოს სიტუაცია საქართველოში. გვახსოვს, იმ პერიოდში, ვიდრე შემოიპარებოდა საქართველოში, ოთხი-ხუთი წელი თავისუფლად გადაადგილდებოდა, თავისუფლად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში, სისხლის სამართლის დამნაშავეს ხელს ართმევდნენ, ესაუბრებოდნენ და ატარებდნენ კორიდორებში, ის იქიდან და სხვადასხვა ქალაქიდან ერთვებოდა სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირ ეთერებში, პირდაპირ მართავდა ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში, როგორც უკრაინის მოქალაქე და მათ შორის მაღალჩინოსანი. ყოველ ჯერზე, ჩვენ ამაზე ვეუბნებოდით ყველას, რომ ეს საქართველოს ხალხის წინააღმდეგ არის, როდესაც დამნაშავე შეფარებულია, მათ შორის ევროპის ზოგიერთ ქვეყანას, და არ ხდება მისი გადმოცემა საქართველოსთვის. რასაც ჩვენ ვაფრთხილებდით, ეს ახდა. ეს ადამიანი შემოიპარა და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის ამ შენობაში დღეს რა იქნებოდა, ქუჩაში რა იქნებოდა, ვისი ტანკი იდგებოდა და რა არეულობა იქნებოდა ქვეყანაში. ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა. სამწუხაროდ, ევროპამ მაშინ იმით, რომ დამნაშავე შეფარებული ჰყავდა, ჩვენ მიგვიყვანა იმ წითელ ზღვრამდე, სადაც შეიძლება, ყოფილიყო სამოქალაქო არეულობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.